ex-sticky ეკონომიკა

კარგ მკრეფავს დღიურად 60-70 ლარის აღება შეუძლია, მაგრამ მუშახელის დეფიციტია

Nusagi

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნაგომრის აგროსახლი“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღს ფლობს. პლანტაციის გაშენებისთვის, 2017 წლიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35,000 ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება.

„ნაგორმრის აგროსახლი“ მოსავლის რაოდენობას და გაშენებული ბაღების ფართობებს ყოველწლიურად ზრდის. თუკი 2018 წელს მოსავალი 5 ტონამდე იყო, წელს უკვე მაჩვენებელი 15 ტონამდე გაიზარდა. როგორც BM.GE-ს „ნაგომრის აგროსახლის“ დირექტორი, ბესიკ წიქორიძე უყვება, სეზონმა საერთო ჯამში ცუდად ჩაიარა, რადგან შუა სეზონზე ფასების ვარდნა მოხდა, რამაც მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მისივე თქმით, კომპანიისთვის ახალმა ფასმა ზარალი არ გამოიწვია, თუმცა შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.

რაც შეეხება თავად მოცვის ხარისხს, მწარმოებლის მტკიცებით, საქართველოში საკმაოდ კარგი ხარისხის მოცვი მოდის, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რუსულ ბაზარზე გადის.

„ევროპაში გატანა ძალიანაც გვინდა, თუმცა რაოდენობა გვაქვს ცოტა და ამას ემატება ხარისხის სერთიფიკატი, რომელიც უნდა დაამზადო, ფინანსები და ა.შ. ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს ხელშეწყობას მათ შორის მაგალითად სამაცივრე მეურნეობების მხრივ. ევროპაში ისე ცოტა მოცვს ვერ გაიტან, რამდენიც მოგვყავს, იმისთვის, რომ შეაგროვო მაცივარია საჭირო და ამ ეტაპზე, მაცივრები ერთეულებს აქვთ. მაცივრის გაკეთება თავის მხრივ შეუწყობს ხელს მწარმოებლებს, რომ აღარ იფიქრონ პროდუქტის გაფუჭებაზე და უფრო კარგად გაყიდონ“, – განაცხადა წიქორიძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მოცვის პლანტაციების მფლობელებს აქვთ, მუშახელია.

„მუშახელის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ცოტა ხანში ვინ უნდა დაკრიფოს ამდენი მოცვი საერთოდ არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე თურქეთში წავიდა. ძალიან ცოტა წავიდა, მაგრამ აქ მუშაობა მაინც არ უნდათ. ანაზღაურებას რაც შეეხება, გასულ წელს 1 კგ მოცვის საკრეფი ფასი 0.7 ლარი იყო, ხოლო წელს 1 ლარი გახდა. კარგ მკრეფავს დღიურად 60-70 ლარის აღება შეუძლია“, – ამბობს წიქორიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: