სპორტი

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

Nusagi

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ ამ თანადგომას კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით და მეტი ზრუნვით უპასუხებს.

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა.  ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წინასაარჩევნო შეხვედრა კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზში გაიმართა და მას სპორტის სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიდაესწრნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: