ex-sticky ეკონომიკა

კახეთის გუბერნატორი: სტიქიისგან დაზარალებულებს ინფრასტრუქტურული ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ

Nusagi

კახეთში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სეტყვის შედეგად, 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი არის დაზიანებული, რომლის აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.

„ცენტრალური ხელისუფლება საქმის კურსშია. მივიღე დაპირება, რომ სახლების სახურავების აღდგენითი პროცესი უახლოეს დღეებში მოხდება. მოსახლეობას ამ მხრივ სანერვიულო არ აქვს, მათ მთავარობა დახმარებას მყისიერად აღმოუჩენს“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

წუხელ მოსული სეტყვის შედეგად რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სახლების სახურავები დააზიანა. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სტიქიის დამთვლელმა კომისიებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს და ზარალის რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: