უცხოური მედია

ავღანეთში ქურდობისთვის კიდურების ამპუტაციის წესი აღდგება

Nusagi

მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერის, მულა ნურადინ ტურაბის თქმით, ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის კიდურების ამპუტაციის წესი აღდგება. ამის შესახებ მულა ნურადინმა „ასოშიეთედ პრესს“ განუცხადა.

„ჩვენ ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც სტადიონებზე ვსჯიდით ადამიანებს, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონი ყურანზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა მან.

მულა ნურადინ ტურაბის თქმით, მსგავსი მკაცრი სასჯელები უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. ამასთან, დააზუსტა, რომ სასჯელის აღსრულება აღარ იქნება საჯარო.

ადრე თალიბები სასჯელს ქაბულის სტადიონზე, ან მეჩეთის ტერიტორიაზე აღასრულებდნენ.

მკვლელობისთვის მსჯავრდებულს თავში ერთი გასროლით კლავდნენ, რომელსაც დამნაშავის ოჯახის ერთ-ერთი წევრი აღასრულებდა.

ქურდობისთვის სასჯელი ხელის ამპუტაცია იყო, გზაზე ძარცვისთვის კი, ხელის და ფეხის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,013 ნახვა
%d bloggers like this: