პოლიტიკა

მაგალითებმა გვიჩვენა, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გარედან ძალით ვერავინ ვერავის მოიყვანს, მთავარ სიტყვას ქართველი ხალხი იტყვის

Nusagi

გადამწყვეტ სიტყვას მაინც ქართველი ხალხი იტყვის, რომელიც კიდევ საკითხავია, წითელს ვის აუნთებს!,-ასე პასუხობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „დასავლეთმა მწვანე აუნთო ნაცმოძრაობას“.

მისივე თქმით, ვინ ვის რა აუნთო ოქტომბერს გამოჩნდება, თუმცა გადამწყვეტი მაინც საქართველოს მოსახლეობაა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების სცენარი დღეს კიდევ უფრო რეალურია, განსაკუთრებით ევროკავშირის და აშშ -ის ელჩების კრიტიკული განცხადებების ფონზე.

„როდესაც ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობის ორკესტრირებით ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქცია და მთელი საარჩევნო კამპანია აქეთ მიმართა, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა მოყვეს ცხადი უნდა ყოფილიიყო, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ემსახურებოდა.

ამიტომაც ვვარაუდობდი, რომ სააკაშვილი სულ მინიმუმ შემოსვლას ნაღდად შეეცდებოდა. დღეს, ეს სცენარი კიდევ უფრო რეალურია, განსაკუთრებით ევროკავშირის და აშშ ის ელჩების კრიტიკული განცხადებების ფონზე და მისი გუშინდელი მომართვაც სწორედ მაგის მანიშნებელია. როგორც ჩანს, მან უკრაინაში თავისი მისია ამოწურა და თვლის, რომ ამაზე უკეთესი შანსი დასაბრუნებლად სხვა დროს აღარც მიეცემა.

დავაკვირდეთ სხვა ფაქტორებსაც, სააკაშვილი რომ ჩამოსვლას არ გეგმავდეს, ნიკანორ მელია ასე დღისით მზისით, თან ევროკავშირის ოფისთან არ მოაწყობდა ხულიგნობის აშკარა პროვოცირებას, სიტუაცია უბრალოდ დატესტეს, თუ რა რეაქცია ექნებოდა ამაზე დასავლეთს. ევროკავშირს შეიძლება ოცნებაზე გული ჰქონდეს აცრუებული მიშელის დოკუმენტის დატოვების და ევროსესხზე უარის გამოც, მაგრამ არც ნაცებზე მოიკლავენ დიდად თავს, რადგან მიშელის დოკუმენტი ფაქტიურად სწორედ ნაცებმა ჩაშალეს, როდესაც ხელი თავიდანვე არ მოაწერეს, რის შემდეგაც ზუსტად ას დღეში გავიდა ხელშეკრულებიდან უკვე ქართული ოცნება.

მაგრამ აქ გათვლა სხვა რამეზეა. ვფიქრობ, თუ ოპოზიციამ ხალხი გამოიყვანა უკვე 3 ოქტომბერს მიშა ჩამოვა, ხოლო დასავლეთი დესტაბილიზაციის ასარიდებლად, ვადამდელს მოითხოვს, და ბევრს არც არაფერს არ აგებს, კოალიციაზე გადაათამაშებს პირველ რიგში, ისევ ნაცების დასაბალანსებლად. საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაც ორივე მხარის დადანაშაულებაზე, როდესაც მელიას მხრიდან ხულიგნობის პროვოცირება ცხადზე უცხადესი იყო, ამას უნდა ნიშნავდეს.მიხეილ სააკაშვილი, რომ ემზადება საქართველოში ჩამოსასვლელად მისი განცხადებებიდანაც, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია და ციფრებიც დაწერილი, რაც ოპოზიციის მთავარ გზავნილად იქცა, იკითხება. ისევე როგორც მისი ბოლო განცხადება, რომ მას არაფრის არ ეშინია(?!) და ქართველმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, “ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი”, როგორც ის თავისთავს მოიხსენიებს, გაუშვას თუ არა ციხეში.

უნდა ვაღიაროთ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ყველაზე დიდი გამოცდა ქართული ოცნებისათვის ბოლო ცხრა წლის მანძილზე, რაც ხელისუფლებაშია. არა მგონია, მართველი პარტია ამ რისკებს ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ ყველაფერი მაინც ქართველ ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული. სომხეთის და ავღანეთის ამბებმაც გვიჩვენა, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აქ ძალით გარედან არავინ არავის არ მოიყვანს. საბოლოოდ, ოქტომბერი გამოაჩენს საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთი ვადით უხანგრძლივებს თუ არა ნდობის კრედიტს მართველ პარტიას, რა ბედს უმზადებს მიხეილ სააკაშვილს და იმასაც ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დაკმაყოფილდება თუ არა მხოლოდ სტატისტის როლით“,-წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: