კრიპტოვალუტა

ჩინეთმა კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები უკანონოდ ცნო

Nusagi

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ტრანზაქცია უკანონოა, რაც  იმას ნიშნავს, რომ ჩინეთმა ფაქტიურად აკრძალა ისეთი ციფრული ტოკენის გამოყენება, როგორიცაა ბიტკიონი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„საქმიანობა ვირტუალური ვალუტის გამოყენებით წარმოადგენს უკანონო ფინანსურ საქმიანობას, რომელიც ემუქრება ადამიანთა აქტივობების უსაფრთხოებას“,-ნათქვამია ჩინეთის ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ჩინეთი კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია. მასზე რყევები ხშირად დიდ გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის ფასზე მსოფლიოში.

ჩინეთის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი 2000 დოლარით დაეცა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,165 ნახვა
%d bloggers like this: