პოლიტიკა

არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ

Nusagi

არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს ორმაგი სტანდარტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მაუწყებლობის რეგულაციის შესახებ კანონპროექტთან და სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე მსჯელობდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული ნორმის წინააღმდეგ კამპანია მოაწყეს.

„ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ აქტიურად ვმსჯელობდით ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე. ეს საკითხი ასახული იყო კიდეც იმ კანონპროექტში, რომელიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილებოდა, თუმცა მაშინ მთელი კამპანია მოაწყვეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ ამ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნებში ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას, მაშინ მე კომენტარი გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ინიციატივით სიძულვილმა გაიმარჯვა და საბოლოოდ, ეს ნორმა აღარ ჩაიდო საარჩევნო კოდექსში. დღეს იგივე ადამიანები, აქ არის მათ შორის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იბრძოდა აქტიურად საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის შენარჩუნებისთვის, ასევე საია, ISFED-ი. დღეს ეს ადამიანები გაკვირვებით საუბრობენ იმაზე, რატომ არის გამოკრული გარკვეული ბილბორდები ქუჩებში და ამის წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას. იგივე არასამთავრობოები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, იგივე ადამიანებს აშფოთებთ ახლა ნეგატიური რეკლამა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,224 ნახვა
%d bloggers like this: