მედიცინა

ახალი კვლევა – რატომ უნდა მიირთვან მეტი თევზი მათ, ვისაც შაკიკი აწუხებს

Nusagi

აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიეტას, რომელიც შეიცავს მეტ ომეგა 3-ს და ნაკლებ ომეგა 6-ს, თავის ტკივილის შემცირება შეუძლია. ინფორმაცია „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა.

გამოცემის ცნობით, ცდები გასულ წელს, 16 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ შაკიკით დაავადებული პაციენტების სამი ჯგუფი. როგორც შედეგებმა აჩვენა, პირველი ჯგუფის წევრებს ომეგა 3-ით მდიდარ და ომეგა 6-ით ღარიბმა დიეტებმა თავის ტკივილის ხანგრძლივობა და სიმძაფრე 30-40 %-ით შეუმცირა. ხოლო მათ ნაწილს, ვინც დიეტა შემდეგაც გააგრძელა, შაკიკის პრობლემა მოუხსნა.

მეორე ჯგუფის წევრებს დიეტოლოგმა ომეგა 3-ით მდიდარი საკვები დაუნიშნა, თუმცა ომეგა 6 არ შეუმცირა. ამ შემთხვევაშიც, გაუმჯობესება საგრძნობი იყო, თუმცა გაცილებით ნაკლები შედეგი ჰქონდა, ვიდრე 1 ჯგუფს. მესამე ჯგუფის წევრებისთვის რაციონი არ შეუცვლიათ, ისინი ისე იკვებებოდნენ, როგორც ადრე, ამ შემთხვევაში, ადამიანებს შაკიკი ძველებური ინტენსივობით და სიძლიერით აწუხებდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ადამიანები, რომლებიც შაკიკს ებრძვიან, ხშირად იცავენ დიეტებს, ამცირებენ სხვადასხვა საკვებს, რათა როგორმე შეიმსუბუქონ მდგომარეობა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობდა კონკრეტული, მკაცრად განსაზღვრული დიეტა, რომელიც ნამდვილად შედეგიანი იქნებოდა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ჯანმრთელი, სწორი დიეტა, რომელიც შეგვიძლია პაციენტებს დავუნიშნოთ“,-აცხადებს ექიმი ბერჩი.

დიეტა გულისხმობს რაციონს, რომელშიც მეტი ოდენობით არის ომეგა 3-ით მდიდარი თევზი და ისეთი პროდუქტების შემცირებას, რომლის შემადგენლობაშიც არის ომეგა-6. ( მცენარეული ზეთების უმეტესობა). 

მკვლევარები განმარტავენ, რომ ომეგა-3 და ომეგა-6 ორივე, ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტია და მას ისტორიულად, ადამიანები თანაბარი ოდენობით იღებდნენ, თუმცა თანამედროვე დიეტები უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ომეგა-6-ს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მათი დაბალანსება.

დიეტის კიდევ ერთი მთავარი კომპონენტია შემწვარ პროდუქტებზე და მცენარეულ ზეთზე მომზადებულ ე.წ. სწრაფ კვებაზე უარის თქმა. ახალი კვლევის ავტორების თქმით, კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი, ასევე ქოქოსის ზეთი და ნაღების კარაქი მცირე რაოდენობით შეიცავს ომეგა-6-ს და შესაბამისად, ამ პროდუქტებით უნდა ჩანაცვლდეს სიმინდის, პალმის, მზესუმზირის ზეთები. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: