პოლიტიკა

ათონზე მეორედ ჩასვლისას ერთ ბერძენ ბერს მოვუყევი ჩემი განცდების შესახებ

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, პირველი პრემიერობის დროს დაუშვა.

მისივე თქმით, იმავე თანამდებობას უკვე განახლებული ხედვით დაუბრუნდა.

„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ ძალიან მიმნდობი ვიყავი. ადამიანების მიმართ მქონდა სრული ნდობა, რაც დიდი შეცდომა იყო, უნდა ენდო, მაგრამ საჭიროა კონტროლი და გადამოწმება, არ უნდა აიღო პასუხისმგებლობა სხვა ადამიანზე, შედეგად დგება შეცდომა. 

ათონზე, მეორედ ჩასვლისას, ერთ ბერძენ ბერთან მომიწია საუბარი, მას მოვუყევი ჩემი განცდები. მქონდა ჭიდილი საკუთარ თავთან, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ აღარ მაინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ თითქოს თავს ვატყუებდი, რადგან მქონდა სურვილი და რაღაც ინტერესი. ბერმა მკითხა, გინდა თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებაო. მე ვუპასუხე- როგორც ღმერთის ნება იქნება მეთქი, მან გაიცინა და მიპასუხა, ღმერთს თავი დაანებე, თვითონ ჩამოყალიბდიო. თუ შენი გული გეუბნება, რომ ეს ის არის, რისი გაკეთებაც გინდა, მაშინ უნდა გადადგა ეს ნაბიჯიო. 

შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ვარ იქ, სადაც ვარ. მე ვფიქრობ, არ ვიმსახურებ ორჯერ პრემიერ-მინისტრობას, ეს სხვა პასუხისმგებლობაა, ამიტომ, მე არ მაქვს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ ბოლომდე დავიხარჯო და ყველა ის საქმე მივიყვანო ბოლომდე, რომელიც მქონდა გააზრებული, ნაფიქრი ჩემი პირველი პრემიერობის დროს და ახლა, როდესაც განახლებული ენერგიით და განახლებული ხედვით დავბრუნდი ამ თანამდებობაზე“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: