პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა

Nusagi

პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება, დაელოდეთ გამოძიებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 ლილუაშვილმა განმარტა, რომ გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. თითოეულ მათგანს გაქვთ საშუალება, შეამოწმოთ შედეგები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ოპოზიციის მიერ თანამდებობიდან მისი გადადგომის მოთხოვნას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა: „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე თავად ლილუაშვილს, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება თუ ჩათვლის საჭიროდ, ყველა გამოიკითხება.

„მე რატომ უნდა დამიბარონ. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,952 ნახვა
%d bloggers like this: