პოლიტიკა

ნუნუკა მერვე კლასში გავიცანი და თავიდანვე დავაჯერე თავი, რომ ეს გოგო ჩემი მეუღლე გახდებოდა

Nusagi

თუ რამე არასწორი ხდება ამ ქვეყანაში- ბოროტება, უმადურობა, ღალატი , ყველაფერი სიყვარულის ნაკლებობის გამო ხდება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში, ნოესთან სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერმა გადაცემაში თავის მეუღლეზე, ნუნუკა თამაზაშვილზეც ისაუბრა.

„ნუნუკა სკოლაში, მე-8 კლასში გავიცანი. ერთი წლით უმცროსი იყო. თავიდანვე დავაჯერე თავი, რომ ეს გოგო ჩემი მეუღლე უნდა გახდეს მეთქი. შემდეგში მასაც უთქვამს ჩემთვის, ისეთი განცდა მქონდა ყოველთვის, რომ ჩემი ქმარი უნდა გამხდარიყავიო. შემდეგ ერთად ჩავაბარეთ უნივერსიტეტში, ის სწავლობდა საერთაშორისო სამართალზე, მე საერთაშორისო ურთიერთობებზე. მე მას გავანდე ჩემი მიზნები.

გრძნობაში 18 წლის ასაკში გამოვუტყდი. სკოლის მერე“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მეუღლე ძალიან კარგი მრჩეველია.

„მისგან სრული კომფორტი მაქვს. მან თავისი ცხოვრება მიძღვნა მე და შვილებს, თვითონ არჩია, რომ არ ემუშავა. მე მქონდა შეთავაზება, მაგრამ მან თავად ასე გადაწყვიტა. ძალიან კარგი მრჩეველია, აქვს გამძაფრებული ინტუიცია შვილების მიმართ, ჩემს მიმართ.. ყოველთვის ცნობს არასწორ ადამიანებს ჩემს გარშემო. ადრეც ასე მოხდა. მარწმუნებდა და აღმოჩნდა, რომ მართალი იყო. 

როდესაც საფრანგეთიდან ჩამოვედი, მქონდა ენთუზიაზმი, რომ ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში, ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო, საფრანგეთში სტუდენტი რომ ვიყავი, წავედი საელჩოში და ხმა სააკაშვილს მივეცი. ხვათა შორის, ერთმა მოძღვარმა მითხრა, ეს აღასარებაში უნდა თქვაო, რადგან წარმოდგენაც არ გაქვს, რა ბოროტების მოტანა შეუძლია ამ ადამიანსო. მაშინ ყველას გვინდოდა ცვლილებები, უკეთესი მომავალი. ეს ახალგაზრდული, გაუცნობიერებული ემოცია იყო.

როდესაც ჩამოვედი, მინდოდა პოლიტიკაში წასვლა, მივედი ჩემი სივით კანცელარიაში, მაშინ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ეძებდა საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ახალგაზრდებს. უცებ, განგებას რომ უნდა, ისე მოხდა. მეორე შემოთავაზება მივიღე „ქართუდან“. ხელფასი იყო 300 დოლარი. იმ პერიოდში ეს საკმაოდ კარგი ანაზღაურება იყო. მაშინ ნუნუკამ მთხოვა, არ გინდა პოლიტიკა, შეხედე, როგორი ქაოსიაო. 21 წლის ვიყავი, დავდიოდი ჰალსტუხით და კოსტუმით, უკვე პოლოტიკაში წარმომედგინა თავი, მაგრამ დავუჯერე მას. წავედი „ქართუში“ და დავიწყე მუშაობა ლოჯისტიკის დეპარტამენტში. ძალიან მალე გავხდი განყოფილების უფროსი, მერე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ჩემი მთავარი საიდუმლოა ის, რომ ყოველთვის ყველა საქმეს ვაკეთებდი დაჟინებული მონდომებით, თავდადებით. სრულიად გადართული ვიყავი საქმეზე. ჩემთვის დავიწყებული იყო სუფრები, გართობა და მთავარი იყო საქმე. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ უნდა პოლიტიკა გვერდზე გადამედო, თუმცა შემდეგ დადასტურდა, რომ სწორედ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი“,- განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: