ქალი და მამაკაცი

რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს

Studio shot of a handsome young man pointing a finger in anger against a gray background
Nusagi

ბრძნული პრიტჩა

ერთხელ მასწავლებელმა მოსწავლეებს ჰკითხა:

-რატომ უყვირიან ერთმანეთს ადამიანები კამათის დროს?

-ალბათ, იმიტომ, რომ წყობიდან გამოდიან,-იყო პასუხი.

–მაგრამ რა საჭიროა ხმის აწვა, თუ მეორე ადამიანი ახლოსაა?

-მოსწავლეებმა მხრები აიჩეჩეს. ამაზე არასდროს დაფიქრებულან.

-მაშინ მასწავლებელმა თქვა:

– როდესაც ადამიანები ჩხუბობენ და ერთმანეთით უკმაყოფილება იმატებს, მათი გულები ერთმანეთს შორდება. რაც უფრო ძლიერია წყენა და ბრაზი, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. და რა ხდება მაშინ, როდესაც მათ ერთმანეთი უყვართ? ისინი ხმადაბლა საუბრობენ, რადგან მათი გულები ახლოსაა და მათ შორის მანძილი თითქმის წაშლილია.

-რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს სიყვარული ამოძრავებს?- იკითხა მასწავლებელმა- ისინი თითქმის არ საუბრობენ, ზოგჯერ სიტყვები საჭიროც არ არის-მათ თვალებით შეუძლიათ ლაპარაკი.

არ დაივიწყოთ, რომ ჩხუბი გაშორებთ, სიტყვები კი, რომლებსაც მაღალ ტონში წარმოთქვამთ, თქვენს შორის მანძილს სულ უფრო ზრდის. ნუ გამოიყენებთ ამას ბოროტად, რადგან დადგება დღე, როდესაც თქვენს შორის მანძილი ისე გაიზრდება, რომ უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვით. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: