მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 277 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 975 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 19, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 101, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 404 საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 684, აჭარაში – 442, იმერეთში – 954.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 124, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 23, იმერეთში – 32.

776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 390 – თბილისში, 229 – აჭარაში.

14 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 171 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 944 ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,163 ნახვა
%d bloggers like this: