პოლიტიკა

სოფელში ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, ვიყავი მეოცნებე, მშობლების მადლობელი ვარ

Nusagi

დავიბადე კახეთში, ქიზიყში, დედოფლისწყაროს რაიონში, ბავშვობა გავატარე სოფელში, მქონდა ძალიან ლამაზი ბავშვობა, ვიყავი მეოცნებე, ყოველთვის ჩემი წარმოდგენა, ჩემი ფანტაზიები მქონდა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში, ნოესთან სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ბავშვობიდან ჰქონდა ჰქონდა დასახული თავისი მიზანი.

„ჩაბეჭდილი მქონდა მიზანი, ამ რწმენით, სულისკვეთებით ვსწავლობდი, კლასიდან კლასში გადავდიოდი. ეს მქონდა თითოეულ უჯრედში გამჯდარი და მაახლოებდა მიზანს. მთავარი შთაგონება მშობლებმა მომცეს. დედა იყო ძალიან მომთხოვნი, მე ჩემს დასთან შედარებით, ზარმაცი ვიყავი, მაგრამ მარტივად ვაღწევდი შედეგს, თუმცა მეტი გართობა მინდოდა. ერთი პერიოდი სპორტმა გამიტაცა, მაგრამ დედამ გამაჩერა, შენი მთავარი საქმე სწავლა და შენი მიზანია, რაც გაქვსო. ჩემი მთავარი მიზანი კი, პოლიტიკა იყო. ძალიან კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. ერთ-ერთი ჩემი მთავარი სისუსტეა- როდესაც ვაღწევ მიზანს, მერე ცოტა ვზარმაცდები. დედამ მიმაჩვია, რომ ყოველთვის უნდა მეპოვა გამოსავალი. მშობლებს მადლობას ვეტყვი, რადგან ჩემი ცხოვრების სამი მთავარი წესი სწორედ ჩემს ოჯახში აღმოვაჩინე. წესიერება, მადლიერება და სიმართლე“,-განაცხადა პრემიერმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,236 ნახვა
%d bloggers like this: