ex-sticky ჯარი

ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა

Nusagi

თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის მომავალ წელს დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ხელაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებაც მოისმინა.

„ჩემი გამგებლობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი ომის ვეტერანების მხარდაჭერას. ვიცით, რომ არ არის საკმარისი, რაც დღეს კეთდება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა იგეგმება უფრო დახვეწილი სოციალური პაკეტების შეთავაზება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, იმ მოთხოვნებს, რაც დღეს ვეტერანებს უდგათ დღის წესრიგში, თავს გაართმევს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მებრძოლ ვეტერანებთან შეხვედრას პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: