უცხოური მედია

ნიუ-ჯერსიში უმუშევრებს 500 დოლარს გადაუხდიან, თუ ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან

Nusagi

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის უმუშევარი მოქალაქეები, რომლებიც სამუშაოს დაუბრუნდებიან, ბონუსად, პირველ ხელფასთან ერთად, 500 დოლარს მიიღებენ. შტატის პროგრამა „დაბრუნდი და გამოიმუშავე“ 27 სექტემბერს გამოქვეყნდა. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

პროგრამა მიმართულია პანდემიით გამოწვეული, სამუშაო ძალის დეფიციტის შემცირებისკენ. 

როგორც შტატის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ განაცხადა, პროგრამა დაეხმარება როგორც საწარმოებს, ასევე მათ მიერ დასაქმებულებს.

„ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ გადავდგით ეკონომიკის სტიმულირებისთვის“,-განაცხადა ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა.

მოტივაციის პროგრამის მოქმედების დროს, დაქირავებული თანამშრომლები 500 დოლარს ხელფასთან ერთად აიღებენ. 

კომპანიები, რომლებსაც 100 ან ნაკლები ადამიანი ყჰავთ დასაქმებული, ასევე ისარგებლებენ სუბსიდიით, რომლის მაქსიმალური ოდენობაა 10 000 დოლარი, რათა დაქირავებულ მიშახელს საათში 15 დოლარზე ნაკლები თანხა არ გადაუხადონ. 

კრიტიკოსები სამუშაო ძალის დეფიციტს უკავშირებენ პანდემიის დროს უმუშევრებისთვის შემწეობის ოდენობის გაზრდას. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: