უცხოური მედია

ჯო ბაიდენი covid-19-ზე მესამედ აიცრა

Nusagi

27 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მიიღო. ამის შესახებ CNBC იუწყება.

პრეზიდენტმა ბუსტერი დაავადების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით გაიკეთა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ბუსტერით საყოველთაო აცრის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს უნდა გადაუნაწილონ.

78 წლის ბაიდენმა Pfizer-ის პირველი დოზა გასული წლის ბოლოს მიიღო, მეორე კი, იანვარში. 

„ბუსტერი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს აცრილი“,-განაცხადა ბაიდენმა პირდაპირ ეთერში, ინექციის წინ.

მისი თქმით, ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა სწორად იქვცევა.

„მოსახლეობის 77-მა პროცენტმა გაიკეთა ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა, 23%-ს არ გაუკეთებია საერთოდ და ისინი აშკარა უმცირესობაში არიან, თუმცა ქვეყანას უდიდეს ზიანს აყენებენ. ეს არის აუცრელთა პანდემია“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: