ex-sticky პოლიტიკა

ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა

Nusagi

მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებს, ძირითადად, იმ მისამართებზე შეხვდა, სადაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია სხვადასხვა პრობლემური საკითხი. ირაკლი ხელაძე დარწმუნებულია ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლების მხარდაჭერაში.

„დასკვნითი შეხვედრა გავმართეთ იმ ქუჩაზე, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვქონდა. რაც მთავარია მოსახლეობა კეთილგანწყობას გამოხატავს ჩვენი მისამართით და დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს კახა კალაძეც, ირაკლი ხელაძეც და ქართული ოცნებაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს “, – განაცხადა კანდიდატმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან 70-ზე მეტი შეხვედრა გამართა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: