ex-sticky პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: სააკაშვილს ვთხოვეთ, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს

Nusagi

მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

„ორიოდე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთა სტრასბურგში. ვთხოვეთ მას თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ვთხოვეთ მას, გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ ქვეყანაში გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა კალიურანდმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: