პოლიტიკა

იაგო ხვიჩია სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, რომლებიც დამენიძლავებიან იმაში, რასაც მათი ლიდერი ამბობს

Nusagi

„ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა, მე დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხის, ჩემი კოლეგების მიერ, ვისაც სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოშია“, – ამბობს „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე განცხადებით, ვერ პოულობს ადამიანს, რომელიც დაენიძლავება სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ცალკე პრობლემაა, რომ შენივე აშენებული ქალაქიდან „ლაივს“ დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. მგონი, ამაზე საფიქრალია. ამაზე პატიოსნად რა ვთქვა? კაცი ამბობს, აქ ვარო, „ლაივებს“ დებს და მე კიდევ ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, რომლებიც დამენიძლავებიან იმაში, რასაც მათი ლიდერი ამბობს“, – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: