საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ

Nusagi

ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ, შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: