პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახლა ცდილობენ „დიფ ფეიკებით“ აადუღონ სიტუაცია, მაგრამ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უფრო მობილიზდება

Nusagi

წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ახლა ცდილობენ, ამ „დიფ ფეიკებით“ აადუღონ სიტუაცია, მაგრამ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უფრო მობილიზდება და ეს გაბრაზებული ხალხი, თუკი ვინმე არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ახლა მართლა ყველა მივა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ საქმეს ხედავენ, ხედავენ შეცდომებსაც, ხარვეზებსაც, ხედავენ ძალიან ბევრ გაკეთებულ საქმეს და რაც მთავარია, ჩვენგან ამ ქვეყნის სიყვარულს ხედავენ. ხედავენ იმას, რომ ყველა საკითხში მართლები და გულწრფელები ვართ. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ან სადმე ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ბოროტებაზე ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს და ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. 3 წელი გვექნება იმისთვის, რომ ამ მანიპულაციების, სიგიჟეების გარეშე, რასაც ისინი დგამენ ხოლმე სპექტაკლების სახით, ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: