ex-sticky სამართალი

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია,-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში~,-განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი პირობები ყოფილიყო.

„ მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ოპერაციაში იყო ჩართული“,-განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ოპონენტებს მოექცეოდა არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ როგორც საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა იმსახურებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: