უცხოური მედია

რონ ჯონსონი: არა მგონია, აშშ-ში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად

Nusagi

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა.

„არა მგონია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას, სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნა ჯონსონმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,057 ნახვა
%d bloggers like this: