სოციალური ქსელები და მედია ტექნოლოგია

რა არის DEEPFAKE და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის?

Nusagi

რა არის დიფ ფეიკი (DeepFake) ?

გინახავთ ვიდეო, სადაც ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს?

ან მარკ ცუკერბერგის ვიდეო, სადაც ის ტრაბახობს, რომ მილიარდობით ადამიანის კონტროლი შეუძლია? ე.წ. დიფ ფეიკები არის ფოტოშოპის სტილის პროგრამების ლოგიკური განვითარება.

თუ ადრე პოპულარული იყო საკუთარი თავის ზღვის სანაპიროზე ან ეიფელის კოშკთან ფოტოშოპით ჩასმა, დღეს უკვე შესაძლებელია რეალისტური ვიდეოს გაკეთება, სადაც თქვენ შეგიძლიათ ცნობილი ადმიანი ჩასვათ ნებისმიერ ვიდეოში და ნებისმიერი ფონი დაუდოთ უკან, რომელიც რეალურისგან თითქმის განურჩეველი იქნება.

ვიდეო სადაც ობამა საუბრობს თუ რა გამოწვევებს შეიცავს დიფ ფეიკები კაცობრიობისთვის, რომელშიც რეალურად დიფ ფეიკია და მის მაგივრად ცნობილი კომიკოსი ჯორდან პილი საუბრობს.

როგორ კეთდება დიფ ფეიკი?

დიფ ფეიკი კეთდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამისთვის საჭიროა ავტვირთოთ ადამიანის 100 ან მეტი ფოტო სისტემაში, რის შემდეგაც კომპიუტერი დააგენერირებს ამ ადამიანის რეალისტურ ვირტუალურ ვერსიას, ამის შემდეგ უბრალოდ, შეგიძლიათ ამ ადმაიანის სახე დაადოთ ნებისმიერ სხვა ადამიანის სახეს ან სულაც ნულიდან შექმნათ ამ ადამიანის გამოსახულება და დაადოთ ნებისმიერ ფონს.

თუ 2017-2019 წელს ფეიკების კეთება მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ, დღეს უკვე არსებობს ვებსაიტები და მობილურის აპლიკაციები, რომლითაც მარტივად შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ მაღალი ხარისხის დამაჯერებელი დიფ ფეიკები.

DeepFake-ების ისტორია

პირველი დიფ ფეიკები გამოჩნდა სოციალურ ქსელ reddit -ზე 2017 წელს, როდესაც ერთ ერთმა მომხმარებელმა ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავების სახეები დაადო პორნოგრაფიულ ვიდეობს და გაასაღა, როგორც ნამდვილი.

შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების ფეიკ ვიდეო მიმართვები, ამის შემდეგ ამერიკამ DEEPFAKE-ები ცნო ერთ ერთ სერიოზულ გამოწვევად, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ხალხის მასიურად შეცდომაში შესაყვანად.

როგორ ამოვიცნოთ DEEPFAKE ვიდეო?

პრიმიტიული ფეიკ ვიდეოს ამოცნობა შეუიარეღებელი თვალითაც შეიძლება,

მაგალითად, როდესაც ვიდეოს პერსონაჟს სახეზე ეფარება რაიმე ნივთი ან ხელი – ჩნდება ადვილად შესამჩნევი ჩრდილები და სახე იცვლის ფორმას, რომლებიც ხელის მოცილების შემდეგ ისევ უბრუნდება თავის პირველად ფორმას.

პროფესიონალური ფეიკების ამოსაცნობად კი უკვე არსებობს ასევე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც 99% იანი სიზუსტით ადგენენ, არის თუ არა ვიდეო რეალური.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: