პოლიტიკა

Ipsos-ის ეგზიტპოლი „მთავარის“ დაკვეთით: „ქართული ოცნება“ 38, 6 %, „ნაცმოძრაობა“ 33 %, „საქართველოსთვის“- 7,6 %

Nusagi

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:

 პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 %,

„ლელო“ – 4 %,

ხალხისთვის – 2%,

გირჩი – 1,6%,

მოქალაქეები – 1,1%,

„ევროპული საქართველო“ – 1 %,

ლეიბორისტული პარტია – 1,0%,

პატრიოტთა ალიანსი – 0,9%,

მესამე ძალა – 0,8%

რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.

კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“, კახა კახალაძე – 40,2 %

„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია – 40,8 %

პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 8,7 %

შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: