პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციაში რა უხარიათ, რას ზეიმობენ და რას გვილოცავენ, ალალად ვერ გავიგე

Nusagi

არჩევნების შედეგებზე ვრცლად ცოტა მოგვიანებით დავწერ, მაგრამ

ა)ქართულმა ოცნებამ აიღო 43 პროცენტზე მეტი, რის შედეგადაც დღის წესრიგიდან მოიხსნა რიგგარეშე არჩევნების საკითხი

ბ) ოცნებამ ორიოდ გამონაკლისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მათ შორის თბილისშიც) მოიპოვა უმრავლესობა და იმ გამონაკლისებშიც სხვა პარტიებთან კოალიციის წყალობით მაინც უმრავლესობაში იქნება.

გ) მეორე ტურების ბედს ფაქტობრივად წყვეტს გახარიას პარტიის ამომრჩეველი, რომლებიც ძალიან მაღალი ალბათობით უფრო ოცნების კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, ვიდრე ნაცმოძრაობისას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რახან ხელისუფლებამ გადალახა 43 პროცენტი, ესეც გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობაა მეორე ტურის წინ.

დ) პოლარიზაცია გაგრძელდა, გაღრმავდა, გაფართოვდა და თითქმის შეუქცევადი სახე მიიღო.

ე) მიშა დაიჭირეს და ბიძინაობაც მოგვილოცეს.

ვ) ოპოზიციაში რა უხარიათ, რას ზეიმობენ და რას გვილოცავენ, ალალად ვერ გავიგე.

მოკლედ, თუ სერიოზულად არ გავაანალიზეთ არსებული რეალობა და რაღაც არ ვიღონეთ, ბოლო-ბოლო კი მობეზრდება ხალხს ეს ცირკი და კი შეცვლიან ალბათ ნაცები და განაცებული შუაშისტები ამ ხელისუფლებას ასე 2040 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მანამდე კი გვექნება ყოველდღიური ბიძინაობა, აქედან გამომდინარე შედეგებით,-წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,329 ნახვა
%d bloggers like this: