პოლიტიკა

დაუჭერს თუ არა მხარს „ლელო“ ოპოზიციის კანდიდატებს? – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

Nusagi

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში მისი პარტია ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის დაკავებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია.

„პირველ ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააკაშვილის დაკავებამ მოახდინა რადიკალიზაცია პოლიტიკური ველის. ამან შეცვალა საარჩევნო დღის შედეგები, საარჩევნო გარემო და იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე. ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ისინი გადავიდნენ მეორე ტურში. ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება დიდ ქალაქებში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა და სულ სხვა გარემოს, ბევრად უფრო ჯანმრთელს, გამჭირვალეს“, – აცხადებს ჯაფარიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: