ex-sticky საზოგადოება

კალა, სოფო ხუნწარია რომ მოადგილედ გყავდა და ნინო კვაჭანტირაძე, მიშასგან გამწარებული კაკოს ქვრივი ამისნაირმა სამსახურიდან გაუშვა, ეგაა შენი “შეცდომა”

Nusagi

ფეისბუქმომხმარებელი თა შეაყულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახა კალაძეს მიმართავს. თეა შაყულაშვილი თბილისის მერის ყოფილი მოადგილის, სოფიო ხუნწარიას სტატუსის სქრინს აქვეყნებს, სადაც ეს უკანასკნელი „მზის ამოსვლად“ აფასებს იმას, რომ კალაძემ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე კანდიდატმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვეს.

თეა შაყულაშვილი: „კი კალა, აი ეს რომ მოადგილედ გყავდა და ნინო კვაჭანტირაძე, მიშასგან გამწარებული კაკოს ქვრივი, არასრულწლოვანი ბავშვის დედა და 3 მოხუცის მარჩენალი 1200 ლარიანი სამსახურიდან გაუშვა რომელიღაც ამისნაირმა, ნაცებზე რომ უთენდება…ეგაა “შეცდომა”. თუმცა იმის იმედი, რომ მაინც ხმას მოგცემთ – ტყუილად არ გაქვთ…სწორი მოლოდინია. წარმატებები მეორე ტურში.ნინო კვაჭანტირაძე მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, სულ ამათთვის რომ თენდება“,-წერს თეა შაყილაშვილი.

თეა შაყულაშვილს თავად ნინო კვაჭანტირაძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მიუხედავად წყენისა, მეორე ტურში ხმას კალაძეს მისცემს.

„ერთი რამ ვერ გაიგეს, როცა ადამიანს უსამართლოდ მოექცევი და მის ღირსებას დააკნინებ, იმათ მერე შენი არც დარგული ხე უნდათ, არც პარკში დადგმული სკამი და არც ასფალტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ხმა ყოველთვის იქნება ნაცების წინააღმდეგ. სულ ეგაა!!! მინდოდა პირველივე ტურში უჩემოდ გაემარჯვა და ხმა არ მივეცი, თუმცა ვატყობ მეორე ტურში მაინც დავჭირდები!!!“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: