ხელოვნება და კულტურა

მანანა მენაბდე გირჩი ჯაფარიძეს: ვინ მოგცათ უფლება, თქვენი კლიპისთვის რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! მე თქვენ არ გაძლევთ ხმას

Nusagi

მომღერალი მანანა მენაბდე აპირებს ზურა ჯაფარიძეს უჩივლოს.

მანანა მენაბდე ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კლიპს აქვეყნებს, რომელსაც ფონად მანანა მენაბდის სიმღერა „საპოვნელა“ აქვს და მამაკაცის ხმა ამომრჩეველს ურჩევს,  რომელი ნომერი უნდა შემოხაზონ.

„ამ წამს დავდე “გირჩის” და საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?!  თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“, – დაწერა მანანა მენაბდემ სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: