Uncategorized

ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ავრცელებს

Nusagi

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებს ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად და ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს. არა თუ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით“, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე სამართლებრივ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას რელევანტურად არ მიიჩნევს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრებას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: