პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არსად ყოფილა კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით

Nusagi

ეუთო/ოდირის დირექტორთან და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს საუბარი იყო, რომ არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებით, არამედ ბევრ ქვეყანაშიც კი, რომლებსაც ჩვენზე სერიოზული გამოცდილება აქვთ, არის მსგავსი პრობლემები, ეს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსად ყოფილა კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„როგორც ევროკავშირის მისიის, ისე აშშ-ის საელჩოსა და გაერთიანებული სამეფოს განცხადებები იწყება იმით, რომ ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ იყო კარგად ადმინისტრირებული და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები იყო. არ უარვყოფ, რომ იყო შენიშვნები და იყო საუბარი ხარვეზებზე, მაგრამ მოწოდება არის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომ მოემზადონ მეორე ტურისთვის და რა შენიშვნებიც იყო, უნდა გამოსწორდეს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,236 ნახვა
%d bloggers like this: