პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მეორე დღეა არჩევნების დასრულებიდან და გახარია უბრალოდ არ ჩანს​, ბოლივით აორთქლდა, ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა თავის ამომრჩეველს

Nusagi

მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და გახარია უბრალოდ არ ჩანს​, ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოღალატე გახარიას პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და შესაბამისად, პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: