პოლიტიკა

სააკაშვილი სასურსათო კონტეინერში 2 დღე იმალებოდა

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სავარაუდოდ, როგორც ტვირთი, ისე შემოვიდა, ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთით უკრაინული მხარეც დაინტერესდა. სავარაუდოდ, მას უკრაინის კანონმდებლობის წინაშეც აქვს დანაშაული ჩადენილი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, სააკაშვილის გეგმით, მის დაბრუნებას უნდა გამოეწვია დესტაბილიზაცია, რასაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის მკვლელობაც. 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, 27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქიდან არც თუ ტრადიციული მეთოდით გამოემართა. წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პირველმა პირმა სასურსათო კონტეინერში დამალულმა, 2 დღე იმგზავრა. საბოლოოდ, კონტეინერი ფოთში იმ სატვირთო მანქანაზე განთავსდა, რომელსაც ელგუჯა ცომაია მართავდა და რომელიც კონტეინერს ოდესიდან მოყვებოდა. 

სააკაშვილი ფოთიდან ბათუმში, შემდეგ კი, თბილისში გამოემართა. ის ქვიშხეთის ქუჩაზე 2ა კორპუსში დააკავეს. ბინა სატვირთო ავტომობილის მძღოლს, ელგუჯა ცომაიას ეკუთვნის. 

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, არეულობის სურვილის მქონე რევანშისტულმა ძალამ საზოგადოების მუხტის აგორება ვერ შეძლო. ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პრემიერის სიტყვები რეალობას აცდენილი ფანტაზიებია. 

როგორც „ნაცმოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი 4 დღე იმყოფებოდა საქართველოში და ვინმეს მოკვლა რომ სდომოდა, ამას ადვილად მოახერხებდა.

„რამე რომ სდომოდა, როგორმე მოახერხებდა, მაგრამ ჩვეულებრივი ტყუილებით მართავენ საქართველოს“,-განაცხადა მან.

უკრაინული მხარე ამჟამად არკვევს, როგორ მოახერხა სააკაშვილმა აკვატორიაში ისე მოხვედრა, რომ ვერავინ დაინახა. გამოძიების დასრულებამდე უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: