ex-sticky პოლიტიკა

სააკაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის ციხიდან წერილით პასუხობს

Nusagi

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას წერილით პასუხობს.

სააკაშვილი ზელენსკის მისი განცხადებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ძალიან აფასებს უკრაინის გვერდში დგომას.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, ღრმად შეწუხებული ვარ თქვენი სიტყვებით და ნამდვილად მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის პასუხით ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, ფალსიფიცირებული ბრალდებებით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა.

მე მიყვარს ჩემი საქართველო სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი და სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რასაც ძალიან ვაფასებ.

მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა იმ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. ვინაიდან მე სინამდვილეში პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვის შესახებ. პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: