პოლიტიკა

სამწუხარო მოვლენა იქნებოდა, რომ ყველა ოლქში მმართველ პარტიას გაემარჯვა – კახა კახიშვილი

Nusagi

„დემოკრატიულ ქვეყნებში მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის მისასალმებელია“, – ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემოკრატიულ ქვეყნებში, მეორე ტურები დასაძრახი კი არ არის, მისასალმებელია. სამწუხარო მოვლენა იქნებოდა დღეს, საქართველოში ყველა ოლქში მმართველ პარტიას 80%-ით გაემარჯვა. ეს იქნებოდა ნამდვილად სირცხვილი და არ იქნებოდა დემოკრატია“, – აღნიშნავს კახიშვილი.

კახა კახიშვილმა სხდომაზე, ყურადღება 2012 წლის ციხესა და ამჟამინდელ ციხეში ამოქმედებულ სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას არავის ციხეში ჯდომა არ უხარია.

„საერთოდ არ მიხარია არავის ციხეში ჯდომა, მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ. როცა ბატონი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს: სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ სად ისხდნენ? რა პირობებში? ჰქონდათ თუ არა მათ მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავს და რამდენ ბრალს დაუტოვებენ და რამდენს – არა, იმაზე ფიქრობდნენ, ცოცხლები გამოვლენ იქიდან თუ არ გამოვლენ, შეგნებულად ჩასვამენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან თუ არა

როცა ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების თავისუფლება, როცა წლების მანძილზე ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა.

როცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, და სხვათა შორის, ეს მისმა კოლეგებმა თქვეს, როცა შევიდნენ და ნახეს, ეს არის ზუსტად ჩვენი დამსახურება. როცა ამბობენ, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც მიიყვანა, ესეც ამ სისტემის და მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა“, – აცხადებს კახა კახიშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,236 ნახვა
%d bloggers like this: