სპორტი

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს მაყურებელის გარკვეული რაოდენობა დაესწრება, თუმცა გულშემატკივრები შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. დეტალურად

Nusagi

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%-ის დასწრება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მატჩზე დასწრების მსურველი ჩამოთვლილთაგან ერთ პირობას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:

🔹 წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

🔹 ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;

🔹 24-საათიანი ვალიდურობის დამადასტურებელი ანგიგენტესტის უარყოფითი პასუხი;

🔹 ან ბოლო 6 თვის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: