სოციალური ქსელები და მედია

ფეისბუქი: შეფერხების ძირითად მიზეზად მიგვაჩნია კონფიგურაციის არასწორი ცვლილება

Nusagi

კომპანია „ფეისბუქში“ აცხადებენ,აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ რამე მტკიცებულება, რომ სოციალური ქსელის მუშაობის მასშტაბური შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე შეექმნა.

 „ფეისბუქის“ გათიშვის მთავარ მიზეზად კომპანია კონფიგურაციის არასწორ განახლებას მიიჩნევს.  გავრცელებული განცხადების თანახმად, მასშტაბური პრობლემები სოციალური ქსელების მუშაობაში გამოიწვია ცვლილებების შეტანამ კონფიგურაციაში.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ სრულად აღვადგინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი. გვსურს, განვმარტოთ, რომ ამ შეფერხების ძირითად მიზეზად მიგვაჩნია კონფიგურაციის არასწორი ცვლილება. ჩვენ ასევე არ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ მომხმარებელთა მონაცემებს საფრთხე შეექმნა ამ შეფერხების შედეგად“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

კომპანია ბოდიშს უხდის იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც მათ მომსახურებას ეყრდნობიან.

„მთელს მსოფლიოში ადამიანები და კომპანიები გვენდობიან და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ისინი გვყავდნენ ინფორმირებული ჩვენი სერვისების შეფერხების შესახებ. ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც დაზარალდა და ვმუშაობთ, რათა მეტი გავიგოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა უფრო მდგრადი გავხადოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გლობალური შეფერხების გამო 4 ოქტომბერს გაითიშა „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ვოთსაპი“ და „მესენჯერი“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,065 ნახვა
%d bloggers like this: