საზოგადოება

ადვოკატი – წაუყენონ საზღვრის კვეთაზე სააკაშვილს ბრალდება, რატომ არ უყენებენ? მისი სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინიათ – ეს არის სიმართლე!

Nusagi

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, სამართლებრივი საკითხები წინა პლანზე ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის ნახვა შეუზღუდოს, რათა მისი მესიჯები ვეღარ გააჟღერონ.

,,ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაბამისად, აქ სამართლებრივი საკითხები წინა პლანზე ფიზიკურად არ არსებობს. როცა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის  დავალებით წყვეტს შეუზღუდონ თუ არა ზარები, რა სამართლებრივ პროცედურებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება მიხელ სააკაშვილთან შეხვედრებს, მას შევხვდებით დღესაც, ხვალ და ყოველთვის. თუ მაგარი ბიჭები არიან, დანიშნონ სასამართლო პროცესები. უფრო მეტიც, წაუყენონ საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ? იმ საწყალ ხალხს რომ უყენებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს დასდევდა ხუნტა, ისე რომ დასდევენ წოწორიებს, ცომაიებს და სხვებს. საზღვრის კვეთაზე იმიტომ არ უყენებენ ბრალდებას, რომ მერე სასამართლო პროცესის ჩანიშვნა მოუწევთ და ეშინიათ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის – ეს არის სიმართლე. რეალურად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არის ზარების შეზღუდვის, მაგრამ ხელისუფლება იმდენად არის დაპანიკებული უკვე სააკაშვილის საქართველოში ყოფნით, რომ არ გამიკვირდება ადვოკატებსაც შეგვიზღუდონ ნახვა, რათა მისი მესიჯები არ გავაჟღეროთ”, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: