უცხოური მედია

ცუკერბერგი: იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რომ ჩვენი კარგი საქმე არასწორად არის დახასიათებული

Nusagi

კომპანია ფეისბუკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი 4 ოქტომბერს მომხდარ გლობალურ ტექნიკურ პრობლემებს და კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ცუკერბერგმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან ფეისბუკის თანამშრომლებს გაუგზავნა.

„ეს ყველაზე სერიოზული გათიშვა და მუშაობის შეფერხება იყო ბოლო წლების განმავლობაში. წერს ცუკერბერგი, – ჩვენ 24 საათი დაგვჭირდა, რომ პრობლემა მოგვეგვარებინა, ასევე გვემუშავა იმაზე, რომ სისტემა მსგავსი სახის შეფერხებას მომავალში უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენი მუშაობა ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. უფრო ღრმად რომ ჩავეძიოთ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები სხვა სისტემებზე იწყებენ გადასვლას, რადგანაც ჩვენი მომსახურება როგორც ახლობლებთან ურთიერთობისთვის, ასევე ბიზნეს-საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

ჩვენ ძალზე ვუფრთხილდებით უსაფრთხოების, ასევე ადამიანების წარმატებას და მათ ფსიქიკურ მდგომარეობას. ზოგიერთ განცხადებას ჩვენი მუშაობის შესახებ არანაირი აზრი არა აქვს. იმისათვის, რომ კომპანიამ წარმატებით იმუშაოს, ამაზე ათასობით თანამშრომელი ზრუნავს. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ღიაა ანგარიშების გამოქვეყნების საკითხში.

მიდის საუბარი იმაზე, რომ სოც. ქსელები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ, არა მგონია ეს ასე იყოს, რადგანაც სოცქსელებს ყველგან თანაბრად იყენებენ, პოლარიზაცია კი ზოგან იზრდება, ზოგან კი პირიქით – მცირდება.

ამ ბრალდებებს საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ჩვენ ფინანსურ მოგებას უსაფრთხოებაზე და ადამიანების კეთილდღეობაზე მაღლა ვაყენებთ. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც კითხვის ნიშნებს იწვევდა, არის ის, რომ ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და პრიორიტეტულად გამოვყავით სოციალური ურთიერთობები. ცვლილების შედეგად ნაკლები ვირუსული ვიდეოს ჩვენება ხდება და წინა პლანზე წამოიწია ურთიერთობამ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავს, რომ ხალხი ნაკლებ დროს დაუთმობს ფეისბუქს, მაგრამ ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს სწორია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ეს ნამდვილად არ არის ის, რასაც მოგებაზე და არა ადამიანებზე ორიენტირებული კომპანია გააკეთებდა.

ჩვენ ფულს ვიღებთ რეკლამებიდან და რეკლამის განმთავსებლები გვეუბნებიან, რომ მათ არ სურთ, რომ მათი რეკლამა იყოს ვინმესთვის მავნე ან მავნე შინაარსთან ახლოს. მე არ ვიცნობ არცერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც აპირებს შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხალხის გაღიზიანებას ან დეპრესიას გამოიწვევს.

განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ბავშვებთან ჩვენი მუშაობის შესახებ. მე ბევრი დრო გავატარე იმაზე ფიქრში, თუ რა გამოცდილების გაზიარება მინდა ჩემი შვილებისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაშენებთ, იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო და სასარგებლო.

რეალობა ისაა, რომ ახალგაზრდები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. დაფიქრდით სკოლის ასაკის რამდენ ბავშვს აქვს ტელეფონი. ამის იგნორირება შეუძლებელია, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უნდა შექმნან გამოცდილება, რომელიც დააკმაყოფილებს ბავშვების მოთხოვნებს, ასევე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ წამყვანი ინდუსტრია ამ სფეროში. ამ სამუშაოს კარგი მაგალითია Messenger Kids, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ბევრად უკეთესი და უსაფრთხო, ვიდრე ალტერნატიული მესენჯერები.

ჩვენ ასევე შევიმუშავეთ სისტემა ინსტაგრამზე ბავშვის ასაკის შესაბამისად მშობლების კონტროლის განსახორციელებლად. ჩვენ შევჩერდით პროექტზე და მეტ დრო გავატარებთ ექსპერტებთან ურთიერთობაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სასარგებლოა.

თუ როგორ აისახება Instagram ახალგაზრდებზე, ამის ახსნა Newsroom პოსტში წერია: „კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი მოზარდი, რომელსაც გავესაუბრეთ, თვლის, რომ Instagram– ის გამოყენება ეხმარება მათ რთულ მომენტებში, რომლებსაც თინეიჯერები ყოველთვის აწყდებიან. ჟურნალის მიერ მოხსენიებულია 12 საკითხი, მათ შორის ისეთი სერიოზული, როგორიცაა მარტოობა, შფოთვა, მწუხარება და კვების პრობლემები – ეს უფრო თინეიჯერ გოგონებს ეხება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ პრობლემების გადაჭრას ცდილობდნენ და რომ ინსტაგრამმა ეს რთული დრო მათთვის უკეთესი გახადა.“

როდესაც საქმე ახალგაზრდების ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას ეხება, ყველა გამოცდილების შესწავლა მნიშვნელოვანია. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ასეთ დროს და მე ვამაყობ ჩვენს მიერ გაწეული მუშაობით. ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ჩვენს კვლევებს ამ სამუშაოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

მე არ მიმაჩნია, რომ კერძო კომპანიებმა ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. ამიტომაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიცავთ ინტერნეტის განახლების წესებს. მე რამდენჯერმე მივეცი ჩვენება აშშ-ის კონგრესში და ვთხოვე მათ ამ წესების განახლება. დავწერე რამდენიმე სტატია, სადაც რეგულირების სფეროებზეა საუბარი. ესაა მავნე კონტენტი, რომელიც არჩევნებთან, შინაარსთან, კონფიდენციალურობასთან და კონკურენციასთან არის დაკავშირებული.

თუ ჩვენ გვექნება საუბარი ახალგაზრდებზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის კომპლექსური შეფასება. ჩვენ ვცდილობთ ჩავატაროთ მეტი კვლევა და გავხადოთ მეტი კვლევა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ჩვენ გვყავს ინდუსტრიის წამყვანი კვლევითი პროგრამა, ასე რომ შეგვიძლია გამოვყოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე. სამწუხაროა, რომ ხშირად ვხედავთ

კონტექსტიდან ამოგლეჯილ და ყალბ მოსაზრებებს, რომ ჩვენ ადამიანებზე ზემოქმედება გვსურს, მათ შეცვლას ვცდილობთ რა ა.შ.

მე ვიცი, რომ იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რომ ჩვენი კარგი საქმე არასწორად არის დახასიათებული, განსაკუთრებით ეს მათთვის არის საწყენი, ვინც კომპანიის უსაფრთხოების, მთლიანობის, კვლევისა და პროდუქტების მნიშვნელოვანი მონაწილეა. მაგრამ მე მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გავაკეთებთ იმას, რაც სწორია, რაც გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, ეს უკეთესი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. მე ვთხოვე კომპანიის აღმასრულებლებს, ღრმად შეისწავლოთ ჩვენი საქმიანობა მრავალი მიმართულებით მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა თქვენ დაინახოთ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

მილიარდობით ადამიანს უყვარს ჩვენი პროდუქცია. იყენებს მას, ჩვენი პრიორიტეტია ადამიანი. მე ვამაყობ რასაც ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ მსოფლიოში საუკეთესო სოციალური პროდუქტების შექმნა და მადლობელი ვარ იმ სამუშაოსთვის, რაც ყველა თქვენგანი ყოველდღიურად აკეთებთ აქ“ – წერს მარკ ცუკერბერგი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: