ex-sticky პოლიტიკა

მელიას უნდა, თვითონ იტივტივოს, მოიგონა კოალიციური მთავრობები – ჯერ არჩევნები მოიგოს

Nusagi

სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე, მელიას უნდა თვითონაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე და მოიგონა კოალიციური მთავრობები – ჯერ არჩევნები მოიგოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მელიამ იცის, რომ მეორე ტურში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

„ნიკა მელიამ არჩევნები მოიგოს და კოალიციურ მთავრობაზე შემდეგ ისაუბროს. კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და წინასწარ აანონსებს რაღაც კოალიციურ მთავრობას. ეს მეთოდები არ გაუვა, რადგან გაცვეთილი მეთოდებია. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე უნდა, თვითონაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე და მოიგონა რაღაც კოალიციური მთავრობები. ჯერ არჩევნები მოიგოს, რის იმედიც თვითონაც არ აქვს და შემდეგ ისაუბროს გარკვეული ტიპის ინიციატივებზე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: