საზოგადოება

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს

Nusagi

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს, – ამის შესახებაჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ბავშვები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე უცნობია მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია. ორი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში. ახლა მიმდინარეობს დაზუსტებები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: