პოლიტიკა

ლიზა იასკოც, მიშას მსგავსად, პოლიტიკური ავანტიურისტია

Nusagi

ლიზა იასკოც, მიშას მსგავსად, პოლიტიკური ავანტიურისტია, მას აბრალებენ რუსეთთან კავშირს, უმაღლესი რუსეთში აქვს დამთავრებული – ის საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა, როგორც ახალი ფიგურა, ახალი სტატუსით – „მიშას ოჯახი“,-ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მისი თქმით, ლიზა იასკოს მამამ, რომელიც ცნობილი მევიოლინეა, შექმნა რუსული კულტურის ფონდი.

„ეს რომ იყოს უბრალოდ, მიშას პირადი ცხოვრება, მე ამ თემას არ შევეხებოდი, ზოგადად, არ არის ეთიკური, შეეხო ადამიანის პირად ცხოვრებას. მაგრამ ამ ადამიანის (ლიზა იასკოს) უკან არის სერიოზული პოლიტიკური ავანტიურები უკრაინაში, მათ შორის, ძალიან აგრესიულ აქციებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ორგანიზატორს. იგი გამოირჩევა თავისი აგრესიულობით. მიშა რომ ჩამოვიდა, ეს ადამიანი მოიყოლა. როგორ ფიქრობთ, რისთვის მოიყოლა.

გავიხსენებ კიდევ ერთ ადამიანს- ქართულ პოლიტიკურ ველზე წლინახევრის წინ გამოჩნდა პოლიტიკური ფიგურა კრისტინა ფუშოუ. ამბობდნენ, რომ ის ამერიკელია, თუმცა რეალურად ის არის უკრაინელი, აშშ-ს მოქალაქე. ისევე, როგორც მიშა- ქართველი, მაგრამ უკრაინის მოქალაქე. ის მიშას დავალებით ჩამოვიდა და ფინანსებსაც კი აკონტროლებდა ნაცმოძრაობაში. მაგრამ მოუწია საქართველოს დატოვება, რადგან პარტიამ გარიყა. ქალბატონი ლიზა კი, უკვე სხვა სტატუსით შემოვიდა, როგორც მიშას ოჯახი. მას დიდი გამოცდილება აქვს აქციების მოწყობის, თუმცა თავად ნახა, რომ მოლოდინები, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რომ ზღვა ხალხი გამოვიდოდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყებოდა, არ გამართლდა“,-აცხადებს ხოფერია.

მისვე თქმით, ბოლო „ნაცმოძრაობის“ რევოლუციური სცენარის ბოლო ნაბიჯი იყო, როდესაც პოლიტიკური აქციების ლიდერები გახდნენ ჟურნალისტები, თუმცა ხალხმრავალი აქციების აგორება ვერ შეძლეს.

„ამიტომ, მინდა ვუთხრა მიშას- მიშა, ყველაფერი ისე არ არის ამ ქვეყანაში, როგორც შენ გგონია. შენს გამო არავინ თავს არ მოილავს“ ,-განაცხადა ხოფერიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: