ex-sticky პოლიტიკა

მაშინ მე დავმალე ეს ისტორია, ჩემს მეუღლესაც არ ვუთხარი, რომ არ შეშინებოდა, ბავშვებს ფსიქიკა არ შერყეოდათ

Nusagi

პირველად ვყვები ამ ისტორიას – მაშინ ჩემი უფროსი შვილი 12 წლის იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თუ არ გაჩუმდები, შენს შვილს გავაუპატიურებთ და სახლთან დაგიგდებთო,-ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა „იმედის“ ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოქიტაშვილის თქმით, მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც მათ ზურაბ ჟვანია მოკლეს.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს ქალიშვილებს, რადგან მათ გუშინ, როდესაც გადაცემის ანონსი დაიდო, პირველად გაიგეს ამის შესახებ. მაშინ მე დავმალე ეს ისტორია, ჩემს მეუღლესაც არ ვუთხარი, რომ არ შეშინებოდა. ბავშვების ფსიქიკა არ შერყეულიყო- რატომ ვიმალებით, სად მივდივართ და ა.შ. ეს იყო ჯოჯოხეთი, რაც მაშინ ჩემმა ოჯახმა გამოიარა. ღამე იყო, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ავტოფარეხში ოთხმა ადამიანმა შემათრია და მცემა. როდესაც გავითიშე, მოხურეს კარები და წავიდნენ. გადამარჩინა ჩემმა მეზობელმა, რომელიც შემთხვევით მოხვდა იქ. ასეირნებდა ძაღლს და დაინახა, რომ მანქანა ავტოფარეხში არ მყავდა შეყვანილი და ფარები დარჩენილი მქონდა ჩართული. შემოაღო ავტოფარეხის კარი და დამინახა უგონო მდგომარეობაში. გადამიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ იყო იზოლაცია, თვალთვალი, ჩემი მეუღლე გარეთ რომ გადიოდა, უთვალთვალებდნენ, დასდევდნენ. ადვილი არ არის ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ ახლა მაინც გადავწყვიტე, რადგან მე მეზრდება შვილიშვილი, თქვენც გყავთ შვილები და მე არ მინდა ისეთ საქართველოში იცხოვრონ, როდესაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლების გამო შვილების მიმართ“,-განაცხადა ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში ჰქონდა შეთავაზება, რომ დაეტოვებინა საქართველო, თუმცა ეს არ გააკეთა.

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც ჩვენ 2012 წელს თავისუფლება მოგვიტანა. იმ ბიჭებს, ვინც მის დანატოვარს აგრძელებს- მამუკას, ირაკლის, კახის, ჩვენს პრემიერს, იმ გუნდს, ვისი იმედიც მე მაქვს. იმ ადამიანებს კი, რომლებმაც ასეთ დღეში ჩამაგდო, მინდა შევუთვალო, რომ მე მათ ვაპატიე, რადგან არ მინდა, შვილებმა დაუსვან კითხვა, მამა რატომ გააკეთე ესო. უფალმა, ღმერთმა შეუნდოს რაც ჩაიდინეს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: