პოლიტიკა

მიშამ ყოველთვის ძალიან კარგად იცოდა – როდის, ვინ და სად უნდა დაეჭირათ

Nusagi

მიშამ ყოველთვის ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა – როდის, ვინ და სად უნდა დაეჭირათ,-ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ხათუნა ხოფერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მოსაზრებას, რომ სააკაშვილმა არ იცოდა, რას სჩადიოდნენ მისი ხელქვეითები, ასე უპასუხა:

„მე გარკვეული პერიოდი მომიწია და ვიყავი იქ, კარგად ვხედავდი, რა იცოდა და რა არ იცოდა მიშამ. კულუარებიც ვიცოდი და გარწმუნებთ, მიშამ იცოდა აბსოლუტურად ყველაფერი. მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ- მიშამ თქვა, დღეს უნდა დაგვეჭირა თბილისის საგადასახადო სამსახურის რიგითი თანამშრომელიო, გვარი და სახელიც დაასახელა ამ ადამინის, მაგრამ ვიღაცამ სპეცოპერაცია გასცა და ჩაიშალაო. საუბარია რაღაც მინიმალურ ოპერაციაზე, გახსოვთ, მაშინ ეს ხდებოდა კამერების ფონზე. ამის შესახებ მას ჰქონდა სრული ინფორმაცია- სახელი, გვარი, ვინ იყო ეს კაცი და რომელ საათზე უნდა დაეჭირათ. მიშამ ყოველთვის ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, რაზეც მას ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ დიდი დანაშაულებისთვის ის აუცილებლად იქნება დასჯილი“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,236 ნახვა
%d bloggers like this: