პოლიტიკა

„ნაცმოძრაობამ“ თავის „უდანაშაულოდ“ წარმოჩენა 3 ეტაპად დაჰყო

Nusagi

მათი პოლიტიკური ნაგლობა ლამისაა იქამდე მივიდეს, რომ ამ ხელისუფლებას უთხრან- შენ ხარ იმაში დამნაშავე, რასაც ჩვენ ვაკეთებდითო,- ამის შესახებ ორი მოწვევის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „იმედის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აგრესიულ რიტორიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამ ეტაპად დაჰყო თავისი ჩადენილი დანაშაულების შენიღბვა და საკუთარი თავის უდანაშაულოებად წარმოჩენა.

„კოჰაბიტაციის დაწყებიდან მათი პირველი მესიჯი იყო -„დავივიწყოთ“. ამაზე გამოდიოდნენ და საზოგადოებას უნერგავდნენ, რომ უნდა დაევიწყებინათ, მაგრამ საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. „ნაცმოძრაობა“ ამას შეეგუა. მეორე მცდელობა იყო, წარმოეჩინათ, რომ „ოცნებაც“ ისეთივე ცუდია, როგორიც თვითონ იყვნენ, ისინი მუდმივად ეძებდნენ ახალგაზრდას, რომელიც დაიღუპა და რომელსაც გააიგივებდნენ გირგვლიანთან, ბუტასთან. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ფაქტები, ვერ დააჯერეს საზოგადოება. ამის შემდეგ უფრო მომწიფდნენ და გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რევანშით, რევოლუციით და აგრესიული ტონით შეძლებდნენ დაბრუნებას. ამას მოაყოლეს დადანაშაულება- ლამის იქამდე მივიდეს მათი პოლიტიკური ნაგლობა, რომ ამ ხელისუფლებას უთხრან- შე ხარ იმაში დამნაშავე, რასაც ჩვენ ვაკეთებდითო“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: