პოლიტიკა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში “ნოვაია გაზეტას” მთავარ რედაქტორს და ჟურნალისტ მარია რესას გადაეცა

Nusagi

2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში “ნოვაია გაზეტას” მთავარ რედაქტორს, დიმიტრი მურატოვსა და ფილიპინური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტს მარია რესას გადაეცა. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა.

როგორც ნობელის კომიტეტმა აღნიშნა პრემია მათ გადაეცა “აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მდგრადი მშვიდობის საწინდარია”.

ეკონომიკის დარგში პრემიის ლაურეატს კი შვედეთის დედაქალაქში 11 ოქტომბერს დაასახელებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ნობელის პრემიები გაიცემა იმ ქვეყნებში, სადაც ლაურეატები არიან და არა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე.

სტოქჰოლმში ცერემონია მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაიმართება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: