სამართალი

სააკაშვილის ადვოკატი: ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი, მი­შას­თან და­ვა­ზუს­ტებ

Nusagi

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ლა­ია გან­მარ­ტავს, რომ თაფ­ლი­ა­ნი წყლის მი­ღე­ბა შიმ­ში­ლო­ბის ერთ-ერთი ფორ­მაა.

რო­გორც ბა­სი­ლა­ია აცხადებს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე არ იყო.

“ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლობს. ეს შიმ­ში­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა მშრა­ლი შიმ­ში­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამ სა­კი­თხზე მი­შას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია. ჩვენ ის მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ პა­რას­კევს და გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და გვი­ან ღა­მით. მექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია მი­შას­თან და და­ვა­ზუს­ტებ.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა 7 ქილა თაფლი და ნატურალური წვენები შეიძინა. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, მისთვის უცნობია, მიიღო თუ არა სააკაშვილმა თაფლი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ბარათზე არსებული 700 ლარიანი ლიმიტი სააკაშვილმა ციხეში უკვე დახარჯა და მომავალ თვემდე თანხა არ ექნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: