საზოგადოება

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

Nusagi

ბათუმში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცის, 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

როგორც კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ განაცხადა, პაციენტი დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, რადგან მას ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია. დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, თავისით სუნთქავს, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში იმიტომ, რომ დარღვევები, რომელიც შემოსვლის დროს ჰქონდა, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის. პაციენტს ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება, ყოველ საათში ხდება იმ სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, რომელიც შემოსვლის დროს დარღვეული იყო“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: