საზოგადოება

მარიამ კუკუნაშვილი: „თავი მოიკალი, თავი მოიკალი“- ეს ხმა რომ გავაჩერო, უკვე მეხუთედ მაქვს სუიციდის მცდელობა…

Nusagi

„ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“თავი მოიკალი, თავი მოიკალი, თავი მოიკალი! არ შემიძლია ეს ხმა გავაჩერო და იმისათვის რომ ეს ხმა გავაჩერო, უკვე მეხუთედ მაქვს სუიციდის მცდელობა…

ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როდესაც შუაღამისას დედა საწოლიდან წამომაგდებდა ხოლმე და მშობლების ჩხუბსა და აყალ- მაყალში ფარი ვიყავი მთელი ბავშვობა. მახსოვს ტალახიანი ქუჩა, როგორ გავრბოდით მე და დედა და როგორ მოგვდევდა მამა იარაღით. მხოლოდ ის ვიცოდი, მამას ძალიან ვუყვარდი და ჩემთან ერთად დედას არაფერს დაუშავებდა…ამიტომაც, ყოველთვის, როცა ასეთი ღამე იყო, განწირული ვიწყებდი ტირილს, მეგონა, რაც უფრო ხმამაღლა ვიტირებდი, მით მალე დასრულდებოდა ყველაფერი. ხუთი წლიდან მუშაობა დავიწყე: გაზაფხულზე იებს და ენძელებს ვკრეფდი, ქუჩაში ვჯდებოდი და გამვლელებს ვთხოვდი ეყიდათ. შემდეგ თმის აქსესუარებს ვამზადებდი, მეზობლებს მანქანებს ვურეცხავდი და ათას რამეს ვიგონებდი ფულის გამოსამუშავებლად. ასე მეგონა ფული თუ მექნებოდა სახლიდან წავიდოდი და მშვიდი ცხოვრება მექნებოდა… სახლიდან ხშირად გავრბოდი, ხან ერთ ბებიას ვაფარებდი თავს, ხან მეორეს და უკან დაბრუნებული უფრო დიდ გაქცევაზე ვოცნებობდი… წარმატების ფორმულა რა არისო? ხშირად მეკითხებიან ხოლმე ინტერვიუებში. ფულს ჩემთვის ფიზიკურ მორალური გადარჩენის დატვირთვა ჰქონდა ღრმა ბავშვობიდან. წარმატების ფორმულა და მოტივაციაც ეს იყო მეგობრებო

შემდეგ გავთხოვდი: ოჯახში, სადაც საკუთარი ნებით არც დაძინება შემეძლო, არც გაღვიძება. სამაგიეროდ გამუდმებით მესმოდა, როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ქალი და რა კრიტერიუმებით არ ვჯდებოდი სტანდარტებში. თქვენთვისაც ნაცნობია არა? მერე იყო ის ყველაფერი, რაც არის ხოლმე თითქმის ყველა ქართველი ქალის ცხოვრებაში და რაზეც არავინ ლაპარაკობს ხმამაღლა. იმიტომ, რომ სირცხვილია! იმიტომ, რომ ოჯახად წოდებულ უამრავ და პატარ- პატარა დიქტატურებში, დიქტატორის ცუდად ხსენება სიკვდილის ტოლფასია…ან იმიტომ, რომ ბედნიერება გვაქვს სცენაზე სათამაშო…

იქნებ არიან კიდეც ბედნიერი ოჯახები მაგრამ როგორ ხდება, რომ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი ქალები ბედნიერ წუთებს პრაიმშოუს კედელზე ჩემს ლანძღვაში ატარებენ, ჩემს მიერ ოჯახის ტვირთად მოხსენიების გამო.. ,,ამას არ ეღირსოს სიყვარული, ამან სიყვარული არ იცისო,, … სად უნდა მესწავლა სიყვარული? მაგრამ თქვენ რომ ისწავლეთ ის სიყვარული სად არის, რატომ არ ჩანს მეგობრებო?

ბოდიში კიდევ ერთხელ ჩემს მშობლებს ჩემს მიერ მათი შერცხვენისთვის. (რატომღაც სულ ასე გამომდიოდა მთელი ცხოვრება) ბოდიში ჩემს ოჯახს. ვიცი რომ სირცხვილია და ისიც ვიცი , რომ სირცხვილი და შიში ხელიხელჩაჭიდებული დადიან. ბოდიში თქვენც , ძვირფასო ქალბატონებო თუ მაგ გადაცემით ირიბად და უნიჭოდ შეგახსენეთ, რომ ცუდ სოციალურ სამყაროში კარგი ცხოვრება არის შემოქმედებითი წინააღმდეგობა გაბატონებული გარემოებების წინააღმდეგ. ჯანსაღი ცხოვრება აჯანყების უნარით ცხოვრებაა. მე ვსწავლობ სიყვარულს, ვსწავლობ როგორ ვიყო უკეთესი დედა, ცოლი, შვილი, და, მეგობარი და კოლეგა …თქვენ რას სწავლობთ? რა უნდა ასწავლოთ შვილებს ოჯახებში?”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: